0
ყურადღება! იცით თუ არა, რომ შეიძლება თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტი წარმოუდგენლად მავნე ინგრედიენტებს შეიცავს? მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყოველდღე თითქმის 7 მლრდ სოსისი იჭმება! თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რამდენად მავნე შეიძლება ეს პროდუქტი იყოს. ტრადიციული სოსისი ქათმის, ძროხის და ღორის ხორცისგან მზადდება. თუმცა მის მოსამზადებლად კარგი ხარისხის ხორცს ძალიან ცოტას იყენებენ, საქმეში კი ფეხები, კანი და არც თუ ისე მადის აღმძვრელი შიგნეული ერთვება - ძლიერი ხორცის გასატარებელი მანქანები ნებისმიერს გაუმკლავდებიან. როგორ არის საქმე, წარმოიდგინეთ? აი, სწორედ ამ მასისგან ამზადებენ თქვენს საყვარელ სოსისს. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამისგან. პირველ რიგში, საჭირო გემოს მისაღწევად, სხვადასხვა დანამატებს იყენებენ, როგორიცაა სახამებელი, ნატრიუმის გლუტამატი, მარილი და მრავალი სხვა. ასე რომ, თუ გაინტერესებდათ, რით განსხვავდება ერთი სახეობის სოსისი მეორესგან, ახლა უკვე იცით - ძირითადად, დანამატებით. სოსისის ნაწარმთან ერთად იმდენ ნატრიუმის გლუტამატს მიიღებთ, რამდენსაც ერთ კერძზე არაფრის დიდებით არ მოათავსებდით. ხოლო სასიამოვნო ვარდისფერ შეფერილობას ძეხვს და სოსისს საღებავი ანიჭებს, რომლებიც მზადდება გარკვეული მცირე მწერების ფრთებისგან, რომლებიც თავის მხრივ ნატრიუმის კარბონატში ან ამიაკში არის მოხარშული. და ეს მხოლოდ ის დანამატებია, რომელთა შესახებაც ჩვენთვის ცნობილია - უმეტესობა მათგანი ეტიკეტში მითითებული არც არის. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ძეხვეულის ნაწარმი, რომელიც კარგად გადამუშავებული არის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა - ისინი ღვიძლის სიმსივნით დაავადების რისკს 67 %-ით ზრდიან. ბევრ სხვა მავნე დანამატს შორის შეიძლება იპოვოთ საშიში ნიტრიტები და ნიტრატები. სწორედ ისინი კუჭის, პანკრეასის, თირკმლების და ნაწლავების სიმსივნის გაჩენის ერთ-ერთი ძირითად მიზეზს წარმოადგენენ. სიმსივნის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეში ერთზე მეტი სოსისის მიღება სწორი ნაწლავის სიმსივნით დაავადების რისკს 21%-ით ზრდის. და ბოლოს რომელ გზას ირჩევთ თქვენ?
0