ვინ არის პოლიტპატიმარი - საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია ?

0
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ ოქრუაშვილსა და უგულავას იწყალებს. ყველაზე საინტერესო, რაც ბრიფინგის დროს პრეზიდენტმა წარმოთქვა, იყო ეს ნაწილი „მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ“. საინტერესოა, რას გულისხმობს ტერმინში "ქვეყნის მომავლის გადაყოლება" ? რადგან ნორმალურ სახელმწიფოში, თუ სასამართლოს გამოაქვს განაჩენი და იჭერს დამნაშავეებს, არ ემორჩილება კონკრეტული სუბიექტების ნებას და მოქმედებს მხოლოდ სამართლის პრინციპებით, მაშინ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი ეჭვქვეშ არ დგება. თუმცა მაინც, რას ნიშნავს ქვეყნის ბედი? რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა პატიმრები ? ვინ წყვეტს საქართველოს ბედს ? რას ფიქრობს საზოგადოება ? შევეცდები ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოელთვის "უხერხემლობას" იჩენს, ხოლო შემდეგ ამ ქმედებებს დემოკრატიულობის ფასადით ამართლებს. საინტერესოა, როდემდე გადატყდება ქვეყნის იმიჯი, მართლმსაჯულება და პოლიტიკური მოვლენები რამოდენიმე ამერიკელის ნებით ? რატომ ჩნდება პრესაში ამერიკელების მითითების მხლოდ ერთი ნაწილი და რატომ არ გვაწვდიან ამ ინფორმაციას სრულად ? საზოგადოებაში ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ან ბრალდება იყო "შეთითხნილი" და ისინი მართლაც პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, ან დამნაშავეები მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლებს, რომ "ოკეანის მიღმა" ვიღაცამ ასე ისურვა. ორივე შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი და დემოკრატიულობის ხარისი ეჭვის ქვეშ დგება. ახლა კი, რადგან ამ თემას შევეხეთ, მივუბრუნდეთ თავდაპირველ კითხვას და შევეცადოთ გავცეთ პასუხი თუ რა იგულისხმა ზურაბიშვილმა ზემოთ მოყვანილ ციტატაში. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ქვეყანაში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. "გავროლოვის ღამის" აქციების შემდეგ გამოცხადდა, რომ ქვეყანა სრულიად პოპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, (თუმცა კორონავირუსის გამო ეს დაპირებასც ეჭვქვეშ დადგა.) ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის წარმართვას აპირებდა, თუმცა მალევე დაიჭირეს უგულავა. ამის შემდეგ ატყდა აჟიოტაჟი, ოპოზიცია და ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელიც აცხადებდა, რომ ეს ბრალდება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო ანგაჟირებული და გიგი პოლიტპატიმარია. ოპოზიციამ უარი განაცხადა ხელისუფლებასთან დიალოგზე და მასიური საპროტესტო აქციები დააანონსა. სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ დამნაშავე პოლიტიკოსები ისევ "დამნაშავეებად" რჩებიან. თუ ეს ასეა, მაშინ ვასკვნით, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასიური აქციებისა და ამერიკელი ოპოზიციონერი თუ ენჯეო სექტორის წარმომადგენლების გამო, ქვეყანაში მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორნი არ არიან. ამ შემთხვევაში ლოგიკური პროტესტი ჩნდება მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მსგავსი მუხლის გამო ციხეში სასჯელს იხდის. საზოგადოების ნაწილი გიგის გამარჯვებას ულოცავს, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი გამარჯვება ბუნდოვანია, ხოლო მეორე ნაწილი და მათ შორის ისინიც, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, მას უპრინციპობაში ადანაშაულებენ, რადგან "დამნაშავეთა" გამოშვება არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია. ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ მათი არა გათავისუფლება, არამედ დაჭერა იყო დიდი დანაშაული. საზოგადოების აზრი ორად გაიყო, თუმცა დასკვა ბოლოს ერთია, პრეზიდენტი, რომელიც არჩევნებამდე 2 კვირით ადრე "უთხარი ნაცებს არა" კამპანიით მოვიდა, ორივე შემთხვევაში, იქნება ეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება თუ "მშვიდობის" გამო გათავისუფლება, დამნაშავეა !
#პოლიტიკა
#პატიმარი
#სამართალი
#პრეზიდენტი
0