0
მტვერის ღრუბელი, რომელსაც ვხედავთ როდესაც ადამიანი ქვას, აგურს ან ბეტონს ჭრის (ან ქლიბავს) არ არის უვნებელი მტვერი... ის შეიცავს კრისტალურ სილიკას, ამ ნივთიერებას კი ადამიანის მოკვლა შეუძლია? როგორ ავიცილოთ თავიდან კვარცის ნაწილაკების წარმოშობა. ? ?მთავარი არის არ დავუშვათ კვარცის ქვიშის ამტვერება. მტვერის გაკონტროლება კი მარტივია, წყალი არ აძლევს საშუალებას მასალა ამტვერდეს და ჰაერში გავრცელდეს. თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ შემდეგი მეთოდებით, რომ არ ისუნთქონ კვარცის მტვერი: • გაითვალისწინეთ, როდის შეიძლება წარმოიშვას კვარცის მტვერი და დაგეგმეთ მოქმედება რომელიც ამას წინასწარ აღმოფხვრის. • თანამშრომლებმა გაიარონ შესაბამისი ტრენინგები სანამ მუშაობას დაიწყებენ: რა ზიანი შეიძლება მიადგეს მათ ჯანმრთელობას, სამუშაო პრაქტიკების შესახებ ინფორმაცია და გადაეცეთ სამუშაოდ დამცავი აღჭურვილობა. • გამოიყენონ საინჟინრო კონტროლი, როგორიცაა სავენტილაციო სისტემა (მტვრის შემგროვებლით) ან სველი მეთოდით, რათა თავიდან აიცილონ მტვრის გამოყოფა ჰაერში. • რეგულარულად ამოწმონ მტვრის კონტროლის სისტემები, მათი კარგი სამუშაო მდგომარეობის შესანარჩუნებლად. • არ აამტვერონ ჰაერი გაწმენდის დროს. აღჭურვილობებიდან მტვერი ამოიღონ წყლის შლანგით ან სველი წმენდით. გამოიყენონ ვაკუუმები მაღალი ეფექტურობის ნაწილაკების საჰაერო (HEPA) ფილტრებით. • მინიმუმამდე დაიყვანონ ზემოქმედება ახლოს მყოფი მუშაკებზე. ეს კარგი სამუშაო პრაქტიკის გამოყენებით შეიძლება, როგორიცაა იმ სამუშაო ადგილების შემოსაზღვრა, სადაც შეიძლება კვარცის მტვერი გამოიყოს. • სამუშაო ადგილზე ერთჯერადი ან მარტივად გარეცხვადი დამცავი ტანსაცმელი ჩაიცვან. • თუ შესაძლებელია მიიღონ შხაპი და ჩაიცვან სუფთა ტანსაცმელი სამუშაო ადგილის დატოვებამდე მანქანების, სახლების და სხვა სამუშაო ადგილების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. • ჰაერის მონიტორინგის ჩატარება მუშაკთა საფრთხის გასაზომად და იმის გასარკვევად, რომ კონტროლი უზრუნველყოფს მუშაკთა სათანადო დაცვას. • წლიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდეს ყველა მუშაკს, რომლებიც შესაძლოა, მუშაობისას ისუნთქავდნენ კვარცის მტვერს. • გამოიყენეონ სწორი რესპირატორული დაცვა, (ანუ ნიღაბი) როდესაც საინჟინრო კონტროლს არ შეუძლია კვარცი მტვერის ზემოქმედების მაჩვენებლის მოთავსება NIOSH * რეკომენდებული ექსპოზიციის ლიმიტის (REL) ქვემოთ. რესპირატორები არ უნდა იყოს დაცვის ძირითადი მეთოდი, ისინი უნდა გამოიყენონ მაშინ, როდესაც საინჟინრო კონტროლს არ შეუძლია მტვრის დონის დაცვა NIOSH REL– ის ქვემოთ.
0