სოფელი, მეტროში კოცნა, დანგრეული მორალი და 22 წლის გოგონა

0
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. იგი აერთიანებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას. მაგრამ კონსერვატიულ ქვეყნებში უფრო მეტი სირთულეს წინაშე დგანან ლგბტ თემის წარმომადგენლები, მაგალითად სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყნები ძალიან ტრადიციულნი არიან ამიტომ აქ ყოველთვის თავს იჩენდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა. ამის შესახებ "MarneuliDaily "-თან ისაუბრებს თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტი გიულგიუნ მამედხანოვა. " მე ვარ მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან. გავიზარდე ისეთ გარემოში , სადაც ტრადიციებს და ადათ-წესებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მე- 9 კლასის დამთავრებამდე არ ვიცოდი, თუ რა არის ჰომოსექსუალობა, ტრანსგენდერობა. რადგან ასეთ თემებზე საუბარი იკრძალებოდა. როცა გავიზარდე, თანდათან ვიგებდი მდგომარეობას . მაშინ ვფიქრობდი , რომ ეს არის ღმერთის წინაშე ყველაზე დიდი ბრალი. ჩემთვის იმ დროს ეს მიუღებელი იყო " - ამბობს 22 წლის ახალგაზრდა. მაგრამ გიულგიუნის თქმით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში. " 2016 წელი და ახალი ცხოვრების პირველი ნაბიჯები... 18 წლის შემდეგ პირველად დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება ოჯახისგან შორს. თსუ-ში ჩავირიცხე და დავიწყე ცხოვრება თბილისში. მაგრამ იმ დროს არ ვიცოდი, რომ თურმე ყველაფერი დაინგრევა, რაც მორალურად მიღებული მქონდა. პირველ წლებში თბილისში ადაპტაცია ძალიან მიჭირდა. ოჯახი მენატრებოდა, სოფელში დაბრუნება მინდოდა. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ყველაფერი. მაგრამ მხოლოდ ადაპტაცია არ ყოფილა იმ დროს ჩემი დეპრესიის მიზეზი. ქალაქში ადამიანების თავისუფლება ცუდად მხდიდა. ჩემს სოფელშიც იყო ყველა თავისუფალი, მაგრამ ქალაქური თავისუფლება სხვა ყოფილა. მახსოვს , მეტროს ველოდებოდი . ჩემს გვერდით იყო წყვილი. უცებ დაიწყეს ერთმანეთის კოცნა. მაშინ პირველად ვნახე რეალურ ცხოვრებაში კოცნა. მანამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, გული მიკანკალებდა. ვფიქრობდი , როგორ შეიძლება ამდენი ადამიანის თვალწინ ერთმანეთის კოცნა. სასაცილოა , მაგრამ იმ დროს ფიქრშიც კი მომივიდა, გოგოს მამამ ეს რომ გაიგოს ალბათ მოკლავს - მეთქი. "- ამბობს 22 წლის გოგონა. მაგრამ გიულგიუნმა თანდათან შეიჩვია ამ მდგომარეობას. თუმცა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმართ დისკრიმინაცია კიდევ რჩებოდა. "თსუ-ში ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის შემდეგ 1-ელ კურსელი გავხდი. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გადავლახე და მივეჩვიე ქალაქში ცხოვრებას. თან მსოფლმხედვოლაბაც კი იცვლებოდა. მაგალითად როცა სტუდენტი გავხდი, საღამოობით სახლიდან გარეთ არ გავიდოდი. ვფიქრობდი , რომ საღამოს გარეთ გასვლა კარგი არ არის. მაგრამ მივხვდი, რომ ეს არასწორია. ჩვენ ადამიანები ჩვენივე თავს ვუქმნით საზღვრებს, რაც გვაუბედურებს. თანდათანობით მოვიხსნი ეს ბარიერები და "ქალაქური თავისუფლებით " ვიწყებდი ტკბობას. მაგრამ მაინც რჩებოდა მიღებული მორალური წესები, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. მაგალითად ლგბტ-ელების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეუცვლელი იყო, რაც შეცდომაა. ცხოვრებაში მეორე დარტყმა მივიღე პროექტის დროს" "ჩემი პირველი საერთაშორისო პროექტი 10 დღეს გაგრძელდა. გავიცანი ბევრი უცხოელი ახალგაზრდა, რომლებიც ძალიან შემიყვარდა. ამ დროს ერთ გოგოს ძალიან დავუახლოვდი. ბედნიერი ვიყავი იმ დროს , რომ ასეთი მეგობარი შევიძინე. მაგრამ პროექტის ბოლო 2 დღეში გავიგე რომ , ეს გოგო ჰომოსექსუალია. მაშინ პირველად შევხვდი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიამს. იმ დროს სიცარიელეში ვიყავი. ყველაფერი რაც აქამდე მჯეროდა, დაინგრა. 1 დღე არ მისაუბრია მასთან. განვსიჯავდი ჩემს თავს, ჩემს მორალურ წესებს. ჩემს შეცდომას კიდევ ვერ ვაღიარებდი. არჩევანის წინაშე დავდექი, ბოლოს გაიმარჯვა ამ გოგოს კეთილმა გულმა და ადამიანობამ. ეს რომ გავიაზრე საკუთარი თავის შემრცხვა, რადგან აქამდე ჩემი გული მხოლოდ ზიზღით იყო სავსე. დამნაშავედ ვიგრძენი თავი. დღის ბოლოს მივედი მასთან, ჩავეხუტე და ვუთხარი : " ბოდიშს გიხდი, ძალიან მიყვარხარ ." გამიღიმა და მიზეზი მკითხა, მე კი ვერაფერი ვუპასუხე. ნელ-ნელა გავთავისუფლდი ტაბუირებული წესებისაგან. ყოველი ადამიანი იმსახურებს სიყვარულს და არა ზიზღს." გიულგიუნ ამბობს , რომ ძალიან კარგად იცის თუ როგორი გრძნობაა დისკრიმინაცია. " მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ქსენოფობიის მსხვერპლი, როცა სტუდენტი გავხდი. ჩემს შემთხვევაში მიზეზი იყო, ის რომ ვიყავი აზერბაიჯანელი. ლექტორისაგანაც განმცდია. ერთხელ ავტობუსში აზერბაიჯანულად ვლაპარაკობდი. ჩემს გასაგონად ამბობდნენ, რომ "თათრები, ბინძურები, რატომ არ მიდიან თავიანთ ქვეყანაში , აზერბაიჯანში !" ეს სიტყვების ის მცირე ნაწილია, რაც იმ დღეს მოვისმინე. გული მტკიოდა. მაგრამ ახლა ყურადღებას არ ვაქცევ. მე ვარ ჩემი სამშობლოს, საქართველოს ღირსეული მოქალაქე და ეს მეამაყება. მაგრამ მათიც მესმის, ხო, მეც სოფელში რომ ვცხოვრობდი ჰომოფობი ვიყავი. რადგან ჩემს გარშემო ბევრი იყო, ვისთვისაც განსხვავებული ორიენტაცია მიუღებელია, მაგრამ ძალიან ვამაყობ ჩემი თავით რომ დავამსხვრიე სტერეოტიპები. ვარ ძლიერი და მიუხედავად ყველაფრისა ადამიანები მიყვარს. თუ შენც გინდა იყო სიყვარულით სავსე, გულის ხმას უსმინე და უბრალოდ გიყვარდეს მხოლოდ ადამიანობა "- ამბობს 22 წლის გიულგიუნი
#ჰომოფობია
#მორალი
#არადისკრიმინაციას
#MarneuliDaily
0