ქვეყანაში ფულის მასის მოცულობა რეკორდულ ნიშნულზეა

0
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. უფრო კონკრეტულად M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13, 7 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1, 8 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 11, 26 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.04%-ია. ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2017 წლიდან დაიწყო, კერძოდ 2017 წლის იანვარში ფულის მასის მოცულობა 6, 237 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2018 წელის იანვარში 7 მილიარდ 990 მილიონ ლარამდე, ხოლო 2019 წლის იანვრისთვის ფულის მასის მოცულობამ ეკონომიკაში 9, 240 მილიარდი ლარი შეადგინა. წელს ფულის მასის 16%-იანი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსისგან წარმოქმნილი კრიზისია, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკას მიმართა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხარჯვითი ნაწილი გაზარდა.
0