ვერელი ძმები თორაძეების ისტორია - 90-იანების კრიმინალური ციკლი

0
ტრაგედია, რომელიც "ვერელი ძმები თორაძეების" სახელს უკავშირდება, მთელ თბილისს ახსოვს. ამ ისტორიის შესახებ თხრობას დღემდე გაურბიან, ხოლო მათ დაკრძალვაზე მხოლოდ 20 ადამიანი იმყოფებოდა. დღეს გაგაცნობთ ისტორიას ოჯახის შესახებ, რომელიც უმოწყალოდ ამოხოცეს, ხოლო დამნაშავეები დღემდე დაუსჯელად არიან. ძმებ თორაძეებს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ ვერაზე, სწორედ ამიტომ ბუნდოვანი ხდება ამ ისტორიის საწყისი მიზეზები, თუმცა ერთ-ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ვერა იყოფოდა "ცუდ" და "კარგ" ტიპებად, ლაშა თორაძემ ტყავის კურტკა წაართვა ერთ-ერთი გავლენიანი ტიპის ახლობენს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაპირისპირებულთა შერიგების მიზნით საქმეში ე.წ კანონიერი ქურდი, პაათა ჩლაიძე ჩაერია. ძმები თორაძეები "კურტკის პატრონის" მცველებს ქალაქგარეთ, რომელიღაც სახლში შეხვდნენ. შედეგად, მხედრიონმა ამოიღო იარაღი და შიშველი ხელებით ასულ ძმებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ძმები დაიჭრნენ, მხედნიომა კი ისინი ადგილზე დატოვა. 1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს - გელას ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე გარდაიცვალა თორაძეების მეგობარი, ძმებს კი ჭრილობები აღენიშნებოდათ. 1992 წლის 3 მარტს, ლაშა თორაძე დედ-მამამ, ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. დაახლოებით 16:00 საათზე თორაძეები ექიმისგან სახლში კუთვნილი თეთრი ფერის "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, როცა ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მყოფი ლაშა თორაძე დედ მამასთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე საკონტროლო გასროლით მოკლეს. მომხდარის შემდეგ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზაურ თორაძე პოლიციის მოთხოვნას გაეჩერებინა მანქანა არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქას ცეცხლი გაუხსნეს. პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ზაურ თორაძეს თან ავტომატი ჰქონდა. იზო ქურხულს ე.წ „ლიმონკა“. მანქანას 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ვერის საძმოს წევრები სასაფლაოს კუთხესთან, სწორედ თორაძეების ავტომანქანას ელოდნენ. „მხედრიონმა“ მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თორაძეების სახლში გადაინაცვლა. სახლში დარჩენილებმა თავი მეზობელს შეაფარეს. "მხედრიონის" წევრები სახლში შეცვივდნენ და ძვირფასი ნივთების შეგროვება დაიწყეს. შემდეგ კი თორაძეების მოსაძებნად მეზობელს მიაკითხეს. სახლში "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე - უნიღბოდ. მათ ავტომატის ჯერით მცირეწლოვანი დების თვალწინ დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც. დღემდე გაუჩინარებულად ითვლება ზაზა თორაძე, თორაძეების უფროსი ვაჟი, რომელიც სამ მარტს სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ შინ არ დაბრუნებულა. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდაც გაუჩინარდა. დაობლებულმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი. წყარო: Presa.ge, ინტერვიუ თორაძეების ერთ-ერთ დასთან. Youtube რეპორტაჟები. #ვერა #90იანები #თბილისი #კრიმინალი #მხედრიონი
0