5 მოქმედი წარმატებული ლესბოსელი და ბისექსუალი მოდელი მაღალი მოდის ინდუსტრიაში

0
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას ათწლეულზე დიდი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იღებს, თუმცა ოფიციალურად, 17 მაისს, როგორც ლგბტ+ ადამიანებზე ცნობიერების ასამაღლებელ და მათ წინააღმდეგ ძალადობის დასაგმობ დღესასწაულს, საფუძველი 2004 წლიდან ჩაეყარა. დღეს 2020 წლის 17 მაისია.თვალი გადავავლოთ ინდუსტრიის 5 მოქმედ წარმატებულ ლესბოსელ და ბისექსუალ მოდელს. Freja Beha Erichsen დანიელი მოდელი, რომლის დებიუტი 2005 წელს შედგა, მაღალი მოდის შეუცვლელი სახეა. კარლ ლაგერფელდის და მიუჩია პრადას მუზას, ფრეა ბეა ერიქსენს კარიერის დასაწყისში მოდის ახალ აკვიატებას უწოდებდნენ, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ არასდროს ყოფილა მოდის „მორიგი აკვიატება“. ფრეა ბეას საკულტო კარიერა 15 წელს ითვლის. ერიქსენი ლესბოსელია. ის სოც. ქსელებს არ იყენებს და გლამურულ წვეულებებზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ქალებთან მისი რომანები გულშემატკივრებს ყურადღების მიღმა არასდროს რჩებოდათ. Cara Delevingne 27 წლის ასაკში კარა დელევინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მდიდარი და წარმატებული მოდელია. ბრიტანელმა ტოპ მოდელმა სამოდელო კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. დასამახსოვრებელი გარეგნობით, იუმორით და პიროვნულობით, კარამ ძალიან მალე შეძლო ადამიანების გულის მოგება. ის ერთადერთი მოდელია, რომელსაც შანელის ჩვენება რვაჯერ აქვს გახსნილი. კარას პირად ცხოვრებაში არაერთი ცნობილი ქალი იყო. ბოლოს მას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ეშლი ბენსონთან, რომელსაც ერთი თვის წინ დაშორდა. Stella Maxwell 2014 წელს სტელა მაქსველი ვიქტორია სეკრეტის შოუში პირველად გამოჩნდა. 2015 წელს მაქსველი ბრენდის კონტრაქტიანი ანგელოზი გახდა. ის ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. 2016 წელს, მაქსიმის გამოკითხვაში, სტელამ ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში
#1
ადგილი დაიკავა. 2016 – 2019 წლებში სტელა მსახიობ კრისტენ სტიურტს ხვდებოდა. ის ვიქტორია სეკრეტის პირველი ანგელოზი იყო, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ღიად ხვდებოდა. Catherine McNeil მოდელების საერთაშორისო რეიტინგში ქეტრინ მაკნილი საკულტო სახეების რეიტინგშია მოხსენიებული, რაც ხაზს უსვამს მისი შესანიშნავი კარიერის ხანგრძლივობას. ავსტრალიელი მოდელის დებიუტი 2007 წელს შედგა. ერთ სეზონზე 50-ზე მეტი ტოპ შოუთი, Fashion TV – მ მაკნილი სამოდელო ბიზნესის ტოპ 10 ახალ სახეში დაასახელა. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ქეტრინი კვლავ მოთხოვნადი სახეა. ის ბისექსუალია. 2009 წელს ქეთრინი მსახიობ რუბი როუზთან ერთად დააფიქსირეს, წყვილი ერთმანეთს კოცნიდა. 2013 წელს ავსტრალიელს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა მამაკაც მოდელთან, რომელთან დაშორების შემდეგ, არჩევანი კვლავ მდედრობითი სქესის ქალ მოდელზე შეაჩერა. Vittoria Ceretti იტალიური მოდის მომენტის მთავარი სახე გასული 5 წლის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. 18 წლის ასაკში ვიტორია ჩერეტიმ, ინსტაგრამზე მილიონიანი არმიის და ცნობილი ოჯახის გარეშე, შეუძლებელი შეძლო – ვოგის ოთხივე გავლენიანი გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა. ვიტორია მხოლოდ 21 წლის არის, თუმცა უკვე მოახერხა ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მოდელი გამხდარიყო. შანელის, ვერსაჩეს, დოლჩე&გაბანას, დიორის, მისონის, ფერეტის, ზარას, მაკქუინის, მოსკინოს სახე ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ტოპ მოდელია. ვიტორია ბისექსუალია. 2017-2018 წლებში ჩერეტი ნატალი უესთლინგს ხვდებოდა. წყვილი შანელის კამპანიაში ერთად გადაიღეს.
#Fashion
#design
#Models
#Fashinindustry
0