ბოტიჩელის ვენერას დაბადება იყო პირველი, სრულმეტრაჟიანი, არარელიგიური შიშველი ნამუშევარი რომელიც სპეციალურად ლორენცო დე მედიჩისათვის შეიქმნა. როგორც ვარაუდობენ, ვენერას მოდელად პოზიორობდა სიმონეტა ვესპუჩი - ფლორენციელი ლამაზმანი, რომელიც ლორენცო მედიჩის უმცროსი ძმის, ჯულიანოს შეყვარებული იყო. ნახატზე გამოსახულია ქალღმერთი ვენერა (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აფროდიტა), რომელიც წარმოიშვა ზღვის ქაფიდან.
#art
#paintings
#world
#photo
#gallery