ნორვეგიელმა მწერალმა, ჰამსუნმა, სახელი გაითქვა ფსიქოლოგიურ-მოდერნისტული რომანით - , , მისტერიები“, რომელიც 1982 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირი, 29 წლის, ექსცენტრული, ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი იოჰან ნაგელია. ნაგელი გაორებული და მარტოსულია. ხშირად არ იქცევა ისე, როგორც ყველა, არ ლაპარაკობს და არ ფიქრობს ისე, როგორც დანარჩენები, სწორედ ამიტომაა, რომ ხადახან საზოგადოებაში აგრესიას იწვევს. მისი ქმედებები იმდენად არაერთგვაროვანია, რომ წინასწარ რაიმეს განსაზღვრა შეუძლებელია. რომანი, სწორედ მის შინაგან კონფლიქტებზეა, ადგილზე, რომლის დამკვიდრებასაც იოჰანი გარესამყაროში ცდილობს, სიყვარულზე, რომლითაც შეპყრობილია მისი სული და გონება. ნაგელს სურდა, ადამიანები ყოფილიყვნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე სინამდვილეში არიან. ის კეთილია, თუმცა სიკეთესაც კი, ხანდახან საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოყავს, რადგან არ სურს სიკეთე სხვა ადამიანების დასანახად აკეთოს.
, , მისტერიების“ ამოხსნა ადვილი არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მთლიანი წიგნი ისეთივე ამოუცნობი და არაორდინალურია, როგორც მისი მთავარი გმირი. რომანი, მწერლის საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული.
მისტერიებთან ერთად გირჩევდით ჰამსუნის კიდევ ერთ ნამუშევარს - , , პანი“, რომელიც ნეორომანტიკის სახარებად მიიჩნევა.
#books
#World
#art