ზუგდიდში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება

0
ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი მოზარდია, ხოლო დანარჩენი ორი მძღოლის და და სიძეა. ცნობისთვის ე.წ. ტრაილერის მძღოლი მკურნალობას თბილისის კლინიკაში განაგრძნობს, მისი ორი შვილი, დედა და და სიძე რუხის კლინიკაში. ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ. ამ დროისთვის კარანტინში 27 ადამიანია გადაყვანილი, 8 პირი კი თვითიზოლაციაშია. ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე მძღოლის კლასტერის 7 წევრს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. 42 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით თბილისში ორი დღის გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრები კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობენ. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. #news#კორონავირუსი#ზუგდიდი#ტრაილერი#მძღოლი#კლასტერი#არასრულწლოვანი#Tbilisi Daily#news
0