ვანდალიზმის ფაქტები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.

0
ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე განხორციელდეს. ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნანს საპირფარეშოს კარის საკეტი. განსაკუთრების დილის და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან/და დაზიანების ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას.
#ზუგდიდი
#ბოტანიკურიბაღი
#ვანდალიზმი
#დაიცავიბოტანიკურიბაღი
#zugdididaily
0