ყველ ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143593 ყველ ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს. „გვყავდა 635 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ დაგვემატა 6. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა 7 და არის 432. დღეისათვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 357 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური სხვაობაა. 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ცნობილი ბოლნისის წყარო. დანარჩენი სამი არის ზუგდიდში დადასტურებულის კონტაქტები“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 31 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს. „კრიტიკული გვყავდა მხოლოდ ერთი და მას ახლა მძიმე ინტენსიურ პაციენტად მოვიხსენიებთ, რადგან ჯერჯერობით კვლავ, შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს. მისი მდგომარეობა კვლავ ინტენსიური სიმძიმით ფასდება. გვყავს ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მისი მდგომარეობა დინამიკაში დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების ძირითადი რაოდენობა საშუალო სიმძიმის არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0