აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესების პირასაა. ექიმები და ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან იზოლაცია და უსაფრთხოების ზომები.
აფხაზეთში მედიცინა ვერ გაუმკლავდება დაავდებას იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ უსაფრთხოების ზომებს და არ გამოიჩენენ პასუხისმგელობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით.
”თხოვნა არის დისტანციის დაცვა ორი მეტრის მანძილზე, არ შეიქმნას ხალხმრავლობა და ატარონ ნიღბები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. იმიტომ, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ჩავიძირებით და მედიცინა ვერ შეძლებს ამის მოგვარებას.” - თქვა გუდაუთის რაიონის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.
ამავდროულად, ინგა ჭანბამ საზოგადოებას სთხოვა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ და არ დაარღვიაონ თვითიზოლაციის რეჟიმი.
მან გაიხსენა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება პირველ რიგში თანდაყოლილი დაავადებების მქონე ასაკოვან ადამიანებს შეეხო.
დღემდე, აფხაზეთში COVID-19– ის 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#Covid19
#Politics
#SokhumiDaily