სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

0
კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომლის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტატანაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს. ამჟამად ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ ახალი შენობა აშენდება. 50 აღსაზრდელზე გათვალილი შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა, სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ამას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს. პროექტის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება. #კასპი #მშენებლობა #goridaily
0