ფავრი: გოლი გაგაქვს, ამ დროს კი არაფერი არ ხდება. ეს ძალიან უცნაურია.

0
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაბრუნებული ბუნდესლიგის ყველაზე საინტერესო მატჩი, დორტმუნდისა და შალკეს გათამაშება იყო. რურის დერბი დორტმუნდის ბორუსიამ დამაჯერებლად, 4:0 მოიგო, და დროებით ხრილის ლიდერთან, მიუნხენის ბაიერნთან, ქულათა სხვაობაც შეამცირა. მატჩის შემდგომ, დორტმუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: "4-0 შალკეს წინააღმდეგ, ეს ძალიან კარგი შედეგია. გადამწყვეტი იყო გუნდის როგორც გუნდური ისე დაცვაში თამაში. ეს იყო სრულიად განსხვავებული მატჩი. რთულია განსაჯო, თუ რამდენად კარგი გამოვიდა. ურტყავ კარში, აკეთებ საოცარ პასს, გაგაქვს გოლი, და ამ დროს არაფერი არ ხდება. ეს ძალიან, ძალიან უცნაურია. გულშემატკივრები მართლა ძალიან გვაკლია."
#headlinesport
#sport
#dortmund
#football
#favre
#shalke
#bundesliga
#coronavirus
0