ბარსელონა და იუვენტუსი შეთანხმდნენ.

0
ესპანური წყაროების მიხედვით, ბარსელონა და იუვენტუსი საბოლოოდ შეთანხმდნენ პირალემ პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით. ბარსელონა პიანიჩის გარდა, იუვენტუსის კიდევ ერთ ფეხბურთელს, დე შილიოსა და 25 მილიონ ევროს მიიღებს. იუვენტუსში კი ესპანური კლუბის მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ გადავა. ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმება უახლოეს საათებში მოხდება, თუმცა ბოლო სიტყვა, ბარსელონას უკანახაზელს ეკუთვნის. ნელსონ სამედუსაგან არ ელოდებიან ფეხბურთელი არტურის მსგავს ქმედებას, რომელმაც გუნდის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ნელსონ სემედუ ბარსელონაში 2017 წელს ბენფიკადან გადავიდა. მას შემდეგ, კატალონიელთა მაისურით 111 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და განახორციელა 10 საგოლე პასი.
#headlinesport
#sport
#barcelona
#juventus
#football
#transfer
#Semedo
#pjanic
0