იმპრესიონიზმი ანუ შთაბეჭდილება

0
ამადეო მოდილიანი, ვინსენტ ვან გოგი, რენუარი, კლოდ მონე, ედუარ მანე, პოლ სეზანი, ყველა მათგანი იმპრესიონისტი მხატვრები იყვნენ. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები, ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემდნენ. იდეალური სილამაზე, რაც კლასიკური მხატვრობისთვის არის დამახასიათებელი მათთვის უცხოა. მეტწილად სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სადაც მთავარი ელემენტი ნახატში, სინათლე იყო. იყენებდნენ სუფთა და ნათელ ფერებს, რომლებსაც რამდენიმე ფენად დებდნენ ტილოზე. მხატვრობის ეს მიმდინარეობა საფრანგეთში წარმოიშვა, თუმცა მის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი კლოდ მონეს ნახატებმა შეასრულა. სახელწოდება - იმპრესიონიზმიც (რაც შთაბეჭდილებას ნიშნავს), სწორედ მისი ერთ-ერთი ნახატიდან მომდინარეობს.
#world
#art
#painters
#photos
0