0
მოგესალმებით, შეგიმჩნევიათ ალბათ მიკროავტობუსები რო გვხრჩოლავენ (მაგარი სიტყვაა ძაან) დღეს დილითაც, ისევე როგორც გუშინ, გამურულ მდგომარეობაში ვართ მე და ჩემი 5 წლის შვილი. დავრეკე მათ ცხელ ხაზზე, ოპერატორი შეშფოთდა და დამარწმუნა (ისემც მაგას რა ვუთხარი) რომ ყველა მიკროავტობუსს გავლილი აქვს ტექდათვალიერება, მთხოვა არაკეთილსინდისიერი მძღოლების მიკროავტობუსების ნომრები მეკარნახა. ვიწყებ ნომრების შეგროვებას, ძალიან მარტივი პროცესია, უყურეთ "მარშუტკას" თუ ბოლავს, იმახსოვრებ სამნიშნა ციფრს (TMB) და წერ კომენტარში. შეგროვებული ნომრების ნუსხით ხელდამშვენებული ვრეკავ სატრანსპორტო სამსახურში და ვკარნახობ. და ასე დაუსრულებლად, ვგონებ შედეგი არ დააყოვნებს. ვიდრე საზღავგარეთ მკურნალოდ ერთმანეთისთვის დახმარება გვითხოვია, (ფილტვის კიბოს ვგულისხმობ) მანამდე იქნებ ნომრების დამახსოვრება დავიწყოთ. აბაჩვენვიცით
0