მარნეულში იუსტიციის სახლი გაიხსნა

0
დღეს, 18 მაისს, მარნეულში იუსტიციის სახლი გაიხსნა. გახსნისთანავე იუსტიციის სახლთან ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. მოსახლეობა სხვადასხვა სერვისების მიღებისათვის რიგში დგას. „ისევე როგორც ყველა სხვა ფილიალში, მარენულშიც ყველა სახელმწიფო სერვისი ხელმისაწვდომია, იქნება ეს განვითარების სააგენტოს სერვისები, რომლებიც მოიცავს პირადობას, პასპოტს, დაბადების მოწმობას და ა.შ, თუ მრავალ სხვა სერვისს. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები, არქივის სერვისები, აღსრულების ერვონული ბიუროს სერვისები. ეს ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო სერვისი, რომელიც მანამდე ხელმისაწვდომი იყო, ახლაც ხელმისაწვდომი იქნება“ - იუსტიციის სახლის მარკეტინგის და მომსახურების განვითარების სამსახურის უფროსმა, ანი გიგინეიშვილმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სივრცეში შესაღწევად, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნაა საჭირო. "ეს ერთადერთი შესაძლებლობაა მოქალაქისათვის იუსტიციის სახლისაგან მომახურება მიიღოს. რეალურად, ძალიან ადვილია რეგისტრაციის გავლა. თუ მოქალაქეს სახლში კომპიუტერი არ აქვს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს სთხოვოს დახმარება და ტელეფონის მეშვეობით გაიაროს რეგისტრაცია. ეს იმიტომაა სავალდებულო, რომ სივრცეში მომხმარებელთა ნაკადი იყოს დაცული და არ მოხდეს ხალხმრავლობა“ - ამბობს ანი გიგინეიშვილი იუსტიციის სახლებში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პორტალზე my.gov.ge. ერთი ვიზიტის ფარგლებში ხელმისაწვდომია მხოლოდ 1 სერვისი. მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ სერვისის მიღებით დაინტერესებული პირი. ვიზიტის დაჯავშნის დასტურს მიიღებთ მოკლეტექსტური შეტყობინების გზით. მომსახურების მისაღებად აუცილებელია, ადგილზე წარადგინოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. უნდა გამოცხადდეთ მითითებულ დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომსახურება ვერ განხორციელდება. წყარო : რადიო მარნეული
#გახხნა
#მარნეული
#იუსტიციისსახლი
#marneulidaily
0