სელის თესლი- მნიშვნელოვანი პროდუქტი მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს

0
სელის თესლი გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში. მასში წარმოდგენილია B2, B3. B4, B5, B6, B9, D, E ვიტამინები, ტოკოფეროლი და ბეტაკარიტინი, მიკრო და მაკრო ელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანიმი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთა. სელის თესლი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, მასში შემავალი ომეგა-3 მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის სწორი განვითარებისათვის. სელის თესლი მრავალი დაავადების განკურნებას უწყობს ხელს, როგორიცაა : ქრონიკული შეკრულობა, ათეროსკლეროზი, პარატიზული ინვაზია, ღვიძლის და ნაღველის ბუშტის დაავადებები, შარდსასქესო სისტემის ანთებანი, წელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები. სელის თესლი განსაკუთრებით ქალების ჯანმრთელობისათვის არის სასარგებლო, რადგან შეიცავს ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს, ამცირებს კლიმაქსის გამოვლინებას და არის მკერდის და საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკა. სელის თესლი მშვენიერი პროდუქტია ვეგეტარიენელებისათვის. იგი ასევე ინფარქტის, ინსულტის, მიუკარდიუმის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ხელს უწყობს წონაში კლებას.
0