გიბლის ციცინათელების სასაფლაო - ,,ჰოტორუ ნო ჰაკა“

0
IMDB 8.5 ისაო ტაკაჰატის ანიმე ფილმი , , ციცინათელების სასაფლაო“ 1988 წელს გამოვიდა. (არ შეიცავს სპოილერს) ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ობოლი და-ძმის ისტორიას იაპონიაში, სადაც მათ უწევთ ბრძოლა შიმშილთან, გარშემო მყოფ ადამიანებთან, ომის მიერ მოყენებულ ტკივილთან. ანიმეს საფუძვლად უდევს, ამავე სახელწოდების ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი (ავ. აკიუკი ნოსაკა). როგორც ცნობილია ავტორმა წიგნი, საკუთარ დას მიუძღვნა. ციცინათელების სიმბოლო ანიმეს მთავარი გმირები, და-ძმა სეიტა და სეცუკო არიან. ციცინათელები ადამიანის სულთანაც იგივდება, რომელსაც აღწერენ, როგორც მოციმიმე, მანათობელ ბურთულას. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ იაპონელები ომის დროს ჩამოცვენილ ფეთქებად ყუმბარებს "ციცინეთელებს" უწოდებდნენ. კომერციული თვალსაზრისით, ფილმი განკუთვნილი იყო ბავშვებისა და მშობლებისათვის, თუმცა ანიმეს უკიდურესად დამთრგუნველმა სიუჟეტმა ამ სეგმენტის მაყურებელი არ მოიზიდა. ფაქტობრივად ფილმის პრემიერა ჩავარდა. საინტერესოა, ისიც რომ სამხ. კორეაში ფილმი საკმაოდ გვიან გამოუშვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მაყურებელი მას გაიგებდა, როგორც მეორე მსოფლიო ომში, იაპონიის როლის გამართლებას. 2005 წელს, იაპონიაში გამოვიდა ფილმი, რომელიც ანიმეს მიხედვით იქნა გადაღებული. ციცინათელების სასაფლაოს მსგავსად, მთავარ როლში აქაც ბავშვები არიან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გადარჩენისთვის იბრძვიან და იტანჯებიან. კრიტიკოსთა ნაწილი, ანიმეს ერთ-ერთ უძლიერეს ომის საწინააღმდეგო ფილმად მიიჩნევს.
#world
#anime
#photo
#movie
#art
0