პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრი მთავარი მწვრთნელის მომავალზე საუბრობს

0
CalcioMercato -სთან ინტრევიუში, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის ერთერთი წევრი კატალონიელის მომავალზე საუბრობს. იტალიის ჩემპიონატი 5 დიდ ევროპულ ჩემპიონატთაგან ერთ-ერთია. აქ გვარდიოლას ჯერ არ უმუშავია. მისი ერთ-ერთი ასისტენტის, მანუელ ესტრიატეს განცხადებით, სერია ა-ში მუშაობა კატალონიელი მწვრთნელის გეგმებში ნამდვილად შედის. "ვიხილავთ თუ არა მას იტალიაში? შემიძლია ვთქვა, რომ პეპს ძალიან უყვარს იტალია. როდესაც გვარდიოლა იწყებდა სამწვრთნელო კარიერას, საწყისი იდეა იყო რომ მას გაეწვრთნა ოთხი დიდი ევროპული ჩემპიონატის კლუბები: ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისში და იტალიაში. მე ვერ გეტყვით რა მოხდება მომავალში, მაგრამ რატომაც არა? ეს შედის მის გეგმებში." მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იტალიაში გადასვლა დამოკიდებული იქნება იქ არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. ყველაზე მეტად მოსალოდნელია რომ კატალონიელის სასურველი მიმართულება საბოლოოდ იუვენტუსი იქნება.
#headlinesport
#sport
#guaradiola
#pep
#juventus
#seriaa
#football
#bundesliga
#laliga
#premierleague
0