ნიკ კირიოსის აზრით, ენდი მარი, ნოვაკ ჯოკოვიჩზე ძლიერი ჩოგბურთელია და შესაბამისად ბევრად უკეთესი კარიერა უნდა ჰქონოდა.
შაბათს, ენდი მარისა და ნიკ კირიოსს ინსტაგრამზე საერთო ლაივ ჩართვა ქონდათ, სადაც ავსტრალიელმა მეტოქის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და ნოვაკ ჯოკოვიჩზე მაღლაც დააყენა, რომელსაც ენდი მარიზე 14-ით მეტი დიდი სლემი აქვს მოგებული (17-3).
"შენ ძალიან მაგარი ხარ. ვფიქრობ, რომ შენ ერთერთი საუკეთესო კარიერა უნდა გქონოდა. მე ეს შენთვის ბევრჯერ მითქვამს." - საუბრობდა კირიოსი და ამავდროულად, წითელ ღვინოსაც წრუპავდა.
"მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ შენ ჯოკოვიჩზე მაგარი ხარ. მაგრამ ვიცი სოციალურ ქსელებში ხალხი დაიწყებს ნოვაკის სლემების დათვლას." - აგრძელებდა კირიოსი.
ენდი მარი: " შედეგები ალბათ სხვა რამეს გვეუბნებიან."
ნიკ კირიოსმა შემდეგ ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალსაც გაუგზავნა შეთავაზება გულწრფელ საუბარზე, მაგრამ ჩოგბურთის ლეგენდები თავს იკავებენ ექსცენტრიულ ავსტრალიელთან საუბრისგან.
#headlinesport
#sport
#tennis
#kyrgios
#andymurray
#Djokovic
#novak
#federer
#nadal
#opinion