Voulez Vous ილუზიებში “გათავისუფლებული” ქვეყანა - ტრაგედიები და კომედიები

0
ფოტო გადაღებულია პარალელურ განზომილებაში, სადაც ქართველებს ტერმინები: მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, გმირი, მებრძოლი და ა.შ სულ სხვანაირად ესმით. შეიძლება სადღაც იქ, შორს, ცის კამარაზე ნორმალურია დამნაშავეს გმირი, ხოლო ყაჩაღს მებრძოლი უწოდო, თუმცა ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, ვინც რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ, რეალურად გვტკივა, განვიცდით, განვსჯით და ბოლო-ბოლო ამ მასკარადის შემყურეს რეალური პროტესტის გრძნობა გვიჩნდება საერთოდ არ გვჭირდება ეს “ცირკი” ოქრუაშვილმა, საკააშვილთან გადავამლაშეო, თარგამაძემ სააკაშვილის “შვილობილ” ინფორმაციულ მანქანაში დაიწყო მუშაობა, ისიც თავის მხრივ ულოცავს ამ ამბავს, რურუა უკანონოდ დაკავებულია, უგულავა "პოლიტპატიმარია" ... ბარემ ისიც დაგვაჯერეთ, რომ ყველანი კარგად ვცხოვრობთ და უფულობა და სიღატაკე საზოგადოების მიერ მოგონილი ისტორიაა, რადგან ცდილობს, რომ ეს დიადი ადმაიანები სცენიდან ჩამოიყვანოს და სხვა რამ აკეთებინოს. 90-იანებიდან მოყოლებული ავანსცენაზე ჯამბაზები დახტიან, ხოლო მათ კონფლიქტს ხალხი ეწირება. ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა "სირცხვილია" იმიტომ, რომ ბოლოს ვინც ოდესღაც ერთმანეთს ლანძღავდა და ვისაც საზოგადოება მეორეს წინააღმდეგ ქუჩაში გამოჰყავდა, ახლა ზის და ერთ სუფრაზე დამოუკიდებელი საქართველოს სადღეგრძელოს სვამს. ამ დროს, ჩვენი ოდიოზური სახელმწიფოც იცავს მათ უფლებებს, ემორჩილება მუქარას, უსმენს სხვა სახელმწიფოთა ოპოზიციონერ ენჯეოსექტორს, (ვისაც თავის ქვეყანაშიც კი არავინ უსმენს). ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, აღარ გვსურს ილუზიაში ცხოვრება. აღარც ჩინოვნიკების გვჯერა და არც ამ ტრაგიკომედიის საყურებლად ვარსებობთ. გვიან, ადრე, შემდეგ, მომავალში, როდესმე ! აუცილებლად უნდა აღდგეს ოდესღაც დაკარგული დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც ზუსტად როდის, რატომ, რისთვის დავკარგეთ, არავინ ვიცით. დიახ, საქართველოში დღეს რაც ხდება, “ცირკია, ცირკი მეგობრებო”. ჩემი ქვეყანა 20%-ით კიარა, 100%-ითაა ოკუპირებული. პ.ს სტატიასთან დართული ფოტო ისტორიას შემორჩება, როგორც თანამედროვე საქართველოს უკიდეგანო სიბრიყვე.
#politics
#ნუგვატყუებთ
#opinion
#photo
#ოპოზიცია
0