აშშ-მ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143637 შეერთებული შტატების საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლისმეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. „ამ თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, „კოვიდ-19“-ის საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0