იბრაჰიმოვიჩი არ ნებდება - იგი გაზიდისისა და რანგნიკის გადარწმუნებას აპირებს.

0
SportMediaset-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს სურს, რომ მილანის აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი და მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი დაარწმუნოს იმაში, რომ ამ ფორმაციის მილანს მის გარეშე კარგი შედეგების დადება ძალიან გაუჭირდება. შვედს განზრახული აქვს სეზონი რაც შეიძლება კარგად ჩაამთავროს, რათა როსონერის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განიხილონ მასთან სამომავლო თანამშრომლობა. ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ და როგორც ჩანს შვედ თავდამსხმელს იმედი ჯერ კიდევ არ აქვს გადაწურული. ზლატანის გუნდიდან წასვლაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუნდში მთავარ მწვრთნელად, რალფ რანგნიკი მოვიდა. არსებობს მოსაზრება, რომ 38 წლის ფორვარდი ვეღარ გაუძლებს იმ ფიზიკურ დატვირთვებს, რასაც გერმანელი სპეციალისტი მოითხოვს.
#headlinesport
#sport
#ibra
#ibrahimovic
#zlatan
#milan
#football
#transfer
#rangnkick
#gazidis
0