ისრაელი-საქართველოს თანამშრომლობა გლობალური პანდემიისას განათლების მიმართულებით კიდევ უფრო გამყარდა. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით Tech Touch-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც 29-31 მაისს ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებს ისრაელის ორი მსოფლიო დონის სპიკერი და ადგილობრივ აუდიტორიას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.
კონფერენცია გაგრძელდება სამი დღე, სადაც თავს მოიყრიან ბიზნესმენები, დეველოპერები, მარკეტერები და სხვები, რომ განიხილონ მიმდინარე გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის პოტენციური გზები, რათა გადალახონ არსებული კრიზისი.
IT კომპანიები, დეველოპერები, ტექნიკური პროფილის სტუდენტები, პროექტისა და პროდუქტის მენეჯერები, ინჟინერები, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარები და მასზე დაფუძნებული სტარტაპების ხელმძღვანელები - ყველა მიიღებს უახლეს ცოდნას ინტერნეტ სამყაროში, ინდუსტრიის 4.0 ეპოქაში არსებული უკანასკნელი ტრენდების შესახებ.
ისრაელის საელჩოს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან დახმარებით მაურველებს უფასოდ შეეძებათ Front-End კურსის გავლა Html, Css და JavaScript-ში ამ სფეროში ერთერთი წამყვანი ინსტიტუტის Developers.Insitute-ის პროგრამით. Developers.Insitute ცნობილია თავისი ინოვატორული მიღწევებით თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში. ის ორიენტირებულია ისრაელის ახალი თაობის დეველოპერების აღზრდაზე და სტუდენტებს სთავაზობს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია, რომ ამ სფეროში წარმატებით დასაქმდნენ.
Olmait ისრაელის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მონაცემთა ბაზების დამუშავებაზე. კომპანია დაფუძნებულია ნიცან ვაისმანის მიერ და ოპერირებს თბილისში. Olmait-ში დასაქმებულია ქართველი პროგრამისტების, დეველოპერებისა და სხვა კომპიუტერული მეცნიერებების წარმომადგენელთა გუნდი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივი ეკო-სისტემის განვითარებაში.
Olmait -ს საკვანძო როლი აქვს პროექტში, რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკული კომპანია და რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ტესტირებისათვის ნოვატორეული ხელსაწყოს შექმნას.
პროექტის ხელმძღვანელი კომპანია, SKC - Sensor-Kinesis Corp მსოფლიო ლიდერია ბიოლოგიური და ციფრული სფეროების ინტეგრირებაში. The SKS –ის მისიაა, რომ სამედიცინო დიაგნოსტიკა და მისი შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმები დააკვშიროს ციფრულ სამყაროს, ასევე cloud ტექნოლოგიით ადამიანის ბიოლოგიური ინფორმაციის ბაზა დააკავშიროს მილიარდობით მომხმარებელს და ამ ინფორმაციის ანალიზი გამოიყენოს სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად.
სწორედ ამ მიზნით SKS –მა განავითარა Opticus-ის უნიკალური პლატფორმა. ხოლო Olmait-ი ჩართულია Opticus-cloud API - ის პროგრამირების დასრულებაში, რათა მოხდეს JSON-ის მონაცემების უსაფრთხოდ გადატანა არსებული სამედიცინო პროტოკოლის გამოყენებით.
SKC-ის ეს პროექტი, რომელიც დაფუძნებულია Omait-ის ტექნოლოგიებზე, მოგვცემს საშუალებას, რომ პაციენტისთვის ტესტის ჩატარება და შედეგების კლინიკისთვის გადაცემა მოხდეს დისტანციურად. შესაბამისი სამედიცინო პროვაიდერი მყისიერად მიიღებს დიაგნოზისა და მკურნალობისათვის აუცილებელ მონაცემებს. ტესტირების ეს რევოლუციური მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც COVID-19-ის, ასევე გულისა და სხვადასხვა ფიზიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის დროს. აღნიშნული მოწყობილობა იქნება იაფი და ადვილად გამოსაყენებელი და ის მოგვცემდა საშუალებას, რომ უმოკლეს დროში ჩაუტარდეს ტესტირება მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
როგორც ნიცან ვაისმანი აღნიშნავს, ამ პროექტში საქართველოს ჩართვა არის ადგილობრივი ეკო-სისტემის დიდი პროგრესის დასტური. ბატონი ვაისმანი 2011 წლიდან აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, არის ერთე-რთი გამორჩეული კონსულტანტი, როგორც საერთაშორისო კომპანიებისათვის, ასევე ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოებისათვის. როგორც Olmait-ის თავმჯდომარე ის მუდმივად მიშაობს, რომ გააფართოვოს Olmait-ის პოტენციალი და გადააქციოს ის საკვანძო ინოვატორ მოთამაშედ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და საერთაშორისო ბაზარზე.
ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი აბობს, რომ საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა შესაძლოა იყოს სასარგებლო არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის.
#news
Israel
Georgia
#თანამშრომლობა
#tbilisidaily
#dailynews