1 ლარის ჩელენჯი ეკასთვის

0
კრიზისული ვითარების წინ, ალბათ, ბევრი ჩვენგანი აღმოვჩენილვართ. ბევრი ბარიერის გადალახვაც დაგვჭირვებია, თუმცა ამ რთული ტალღის ფონზე ცხოვრებაც გვისწავლია. ამ შემთხვევაში, ის განსაცდელი, რომელიც 19 წლის ეკა ნარსიას ხვდა წილად, უმძიმესი და თან უდიდესი დარტყმაა როგორც ეკასთვის, ისე მის გარშემომყოფთათვის. ეს უკანასკნელი რამდენად აფერხებს ახალგაზრდა გოგოს დიდ ენერგიას - ყველამ იცით. 19 წელი არც ბევრია, თუმცა არც ცოტა. ახლა, თქვენ ამას კითხულობთ და დიდი ალბათობით დაგაინტერესებთ ცოტა უფრო ქვევით რა შეგხვდებათ, რა გელოდებათ. დიახ, სწორად მიხვდით - თხოვნა და ძალიან დიდი მადლიერება. გოგო, რომელსაც ძალიან წარმატებული მომავალი ელოდება, დღეს საწოლსაა მიჯაჭვული და ჩვენი, სოციუმის იმედი აქვს.

განათლება

▪️ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ლესიჭინეს სკოლის კურსდამთავრებული. ▪️ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი.

ჩვენ ხომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაგვირჩენია?!

ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ... მიუხედავად მძიმე პანდემიური ფონისა და მასთან არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის, მჯერა, რომ თუნდაც თითო ლარით ყველა დავეხმარებით თვალებციმციმა ეკას.

1 ლარის ჩემენჯი ეკასთვის!!!

უფრო დეტალებზე გადავალ და გეტყვით, რომ ეკას 24 აგვისტოს დაუდგინდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია.ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის ერთი კურსი, 2 ოქტომბერს - იტარებს მეორეს. და ახლა, სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ წასვლა, ღეროვანი უჯრედების გადასანერგად, თუმცა ამისთვის მასშტაბური თანხაა საჭირო. საწყის ეტაპზე 120 000$. მოგეხსენებათ რამდენად დიდი ციფრია, მით უმეტეს ევროებში, მაშინ, როდესაც ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. და ახლა, ამ რთულ ვითარებაში მჯერა, რომ შენ, ვინც ამას კითხულობ, აუცილებლად გამონახავ რაციონალურ, ქმედითუნარიან ნაბიჯს, 19 წლის თვალებციმციმა, სიცოცხლის მოყვარული გოგოს გადასარჩენად...

სიკეთე გადამდებია!

ნუ იქნები გულგრილი!

•საბანკო რეკვიზიტები•

🔘საქართველოს ბანკი:GE58BG0000000161914300 მიმღები:ეკა ნარსია 🔘ლიბერთი ბანკი:GE88LB0711105055284640 მიმღები:ზურაბ ნარსია 🔘 თიბის ბანკის GE87TB7337645064300024 მიმღები აკაკი მალანია (ეკას ბიძა) - ბანკის კოდი TBCBGE22
#ეკასთვის
#სამეგრელო
#წალენჯიხა
#ზუგდიდი
#თსუ
#ჯანმრთელობა
#ავადმყოფობა
#ახალიამბები
#jgalani
0