მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გორში მამაკაცი დააკავეს

0
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0