მაისის კომუნალურ შეღავათებზე უარის დაფიქსირება 2020 წლის 11 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი

1
მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება შეუძლიათ 2020 წლის 11 ივნისის ჩათვლით. სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ შეღავათით. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.
1