ამირან გამყრელიძე: COVID-19 ის პრევენციისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები აუცილებელი

0
COVID-19 ის გავრცელების პრევენციისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები აუცილებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. “კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს. კორონავიურსთან ერთად კარგა ხანს მოგვიწევს ცხოვრება და მოწოდება “დარჩი სახლში” თანდათან შეიცვლება მოწოდებით - ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავიურსთან ერთად, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაგვჭირდება. ინფცირების გარკვეული ხუთი, ათი, ოცი შემთხვევა შეიძლება იყოს ხოლმე. შეიძლებ იყოს ცოტა მეტიც ამ შემსუბუქების პერიოდში, როცა დაგჭირდბა ცოტა მკაცრი ღონისძიებები. იგივე ვთქვათ ერთი კლასტერის, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა ორი, სამი ან ხუთი დღით. ან, ვთქვათ ერთი არეალის, ან იმ არეალში გადაადგილების შეზღუდვა და ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველწუთს ქვეყანაში საგანგებო მდომარეობების გამოცხადება. მთავრობას ჰქონდას მეტი ოპერატიული მოქმედების თავისუფლება და შესაძლებლობა, რომ ოპერატიულად მიიღოს მოკლევადიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას საშუალებას გავრცელებისა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლიც ცენტრი მონაწილე იყო გარკვეულად კონსულტაციებისა და დავაადებათა კონტროლის ცენტრი ამ ტიპის კანონმდებლობაში ცვლილებებს მხარს უჭერს”- აცხადებს ამირან გამყრელიძე. შესაბამის ცვლილებათა კანონპროექტი განსახილველად უკვე პარლამენტშია.
#news
#საკანონმდებლოცვლილება
#ამირანგამყრელიძე
#კორონავირუსი
#covid19
#tbilisidaily
#dailynews
0