ააიპ "ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება" განცხადებას ავრცელებს, საბავშვო ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის დროსთან დაკავშირებით.
"აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყება 25 მაისს და გაგრძელება 30 ივნისის ჩათვლით, რეგისტრაცია ხდება საბავშვო ბაღებში ! აღსაზრდელთა სტრუქტურულ ერთეულებში ჩარიცხვისათვის
წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
აღსაზრდელთა სტრუქტურულ ერთეულებში ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)მშობლის(კანონიერი წარმომადგენლის)განცხადება სტრუქტურულ ერთეულებში მიღების თაობაზე;
ბ)ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ)ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ;
დ)ორი ფოტო მსურათი(3/4);
ე)სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა(თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
ვ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შემთხვევაში ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია სტრუქტურულ ერთეულებში მიღების თაობაზე.
სტრუქტურულ ერთეულებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭება:
ა)ოჯახებს, რომლების ცხოვრობენ სტრუქტურული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ)სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების შვილებს;
გ)დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
დ)ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
ე)ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ სტრუქტურული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
#ხაშური
#შიდაქართლი
#goridaily