კარანტინის გაუქმება ბოლნისის რამდენიმე სოფელში

0
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება. კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურსა და წყნეთში. აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
#კარანტინი
#ბოლნისისსოფლები
#მარნეული
#marneulidaily
0