ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში
Tbilisi Daily
2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - საწარმოთა საქმიანობის შედეგები. ამავე მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ანგარიშით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702.0 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 3.3 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 9 977.2 მლნ ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).
გთავაზობთ Top-10 საწარმოს, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს: (შენიშვნა - სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სს გეფა - საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
სს ევექსის ჰოსპიტლები - საავადმყოფოების საქმიანობები
სს ენერგო - პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის განაწილება
სს ნიკორა ტრეიდი - საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
სს საქართველოს რკინიგზა - რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია - საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს თბილსერვის ჯგუფი - არასახიფათო ნარჩენების შეგროვება
შპს პსპ ფარმა - საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
შპს ჯეო ჰოსპიტალს - საავადმყოფოების საქმიანობები
შპს ჯორჯიან მანგანეზი - თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
რაც შეხეება მთლიან ბრუნვას, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“