სოციალურ აგენტებს ფიქსირებულ ხელფასზე ორჯერ მეტი ბონუსური ანაზღაურება დაერიცხებათ — ტიკარაძე

On.ge

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალურ აგენტებს 80-ლარიან ფიქსირებულ ხელფასზე ორჯერ მეტი ბონუსური ანაზღაურება დაერიცხებათ. "სოციალურ აგენტებს 2 ტიპის ანაზღაურება ჰქონდათ. ერთი იყო ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მეორე გამომუშავებითი. გამომუშავებით ანაზღაურება მათ ამ ეტაპზე არ დარიცხვიათ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს გამარტივებული პროცედურები ჩვენს ბენეფიციარებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე ჩვენ წინასწარ ვიზრუნეთ. მათ ამ ეტაპზე დაერიცხათ ხელფასი, ხოლო დღეს უკვე ხაზინაში გაგზავნილია ის ბონუსური ანაზღაურება, რომელიც მათი ხელფასის ოდენობას ორჯერ აღემატება და სავარაუდოდ, უკვე ხვალ მათ ანგარიშზე აისახება", — განაცხადა ტიკარაძემ. #news https://on.ge/story/55217-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94