რას წერენ კონგრესმებები საქართველოზე

Tbilisi Daily

კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი, რომლებიც ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ერთობლივი წერილით გამოეხმაურნენ. როგორც კონგრესმენები წერენ, ისინი მიესალმებიან ცვლილებებს , რაც შესაძლებელს გახდის მმართველი შტო უფრო მეტად წარმომადგენლობითი იყოს. „ვაფასებთ თბილისში ამერიკის საელჩოს, განსაკუთრებით ელჩ დეგნანის არსებით როლს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ყველა მხარისადმი მოწოდებას, რომ ერთად მუშაობითა და რეფორმის პროცესში ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნას შემოდგომაზე, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება,“- ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.