ახალი ათონის მონასტერი - ფოტოკოლაჟი

Sokhumi Daily

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა 1875 წელს თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთაზე, ქალკედონის ნახევარკუნძულის ათონის მთიდან (საბერძნეთიდან) მოსულმა ბერებმა წმ. პანტელეიმონის ტაძარი დააარსეს. შემდგომში, 1883-1896 წლებშიც, ახალ ათონში გრძელდებოდა სამონასტრო ნაგებობებისა და ეკლესიის მშენებლობა. სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ კორპუსის ცენტრში 50 მეტრიანი სამრეკლოა. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ. პანტელეიმონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც ე. წ. ახალბიზანტიური სტილითაა ნაგები და ისევე როგორც სატრაპეზო, შიგნიდან მთლიანად მოხატულია. ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. დღევანდელი მგომარეობით ტარდება მსახურება დღესასწაულებზე, მონასტერი საჭიროებს რესტავრაციას, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ის ყოველთვის სავსეა მლოცველებით. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ახალი ათონის მონასტერს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. #ახალიათონი #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumidaily