საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ პაციენტი და საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303. http://pirveliradio.ge/?newsid=145412