"4-5 ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს, ნაცკლასტერი კაკანებს"

Batumi Daily

''ნაციონალური მოძრაობის'' ანგაჟირებული 4 - 5 ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს. მე, როგორც დიდაჭარა, ასევე მთლიანად მაღალმთინია აჭარა, ხულო მოვიარე, თავიდან დავიწყე და გოდერძის უღელტეხილზე დავასრულე. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ადგილობრივები ხულოში ჩასულ თორნიკე რიჟვაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ "4 - 5 ''ჟულიკი'' გადაადგილებას ვერ შეუზღუდავს და რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს, როცა ''ნაცკლასტერი კაკანებს''. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ის გუშინ მოქალაქეებს ესაუბრა და შედეგი ორ დღეში არჩევნებზე გამოჩნდება. "ჩვენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე მათი პროვოკაციების არ გვეშინია, პირიქით ძალიან შემართებით ვართ და ორ დღეში ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ნაც. მოძრაობას პარტიული ნომერი რაც აქვთ, დაახლოებით 5 ანგაჟირებული ადამიანი, კონკრეტული კრიმინალური წარსულით ცდილობდა იქ ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ ხელი შემიშალონ ვერც მე და ვერც ჩემს თანაგუნდელებს გავაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენი მოვალეობაა." ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში