ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენთან მეორე დებატების მოლოდინშია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება 15 ოქტომბრისთვის დანიშნულ დებატებს. პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის მეორე დებატები მაიამიში გაიმართება. ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატები 29 სექტებერს გაიმართა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს და პირველ ლედის კორონავირუსი აქვთ. დონალდ ტრამპი გადაიყვანეს უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო- სამედიცინო ცენტრში, რომელიც 5 ოქტომბერს დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. ჰოსპიტლიდან გაწერის წინ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ. აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა შონ კონლიმ 6 ოქტომბერს განაცხადა,რომ დონალდ ტრამპი არანაირ სიმპტომებს არ უჩივის, ყველა მაჩვენებელი სტაბილური აქვს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ისევ ძალიან კარგია. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30879636.html #ახალი_ამბები #twitter