სომხეთში „კოვიდ-19“-ის 614 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 614 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“ 55 087 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსით გაიზარდა, სომხეთში ლეტალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 1 313-ს აღწევს.