მსახიობმა მიხაილ ეფრემოვმა არ აღიარა ბრალი ტრაგიკული ავარიის მოხდენაში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ცნობილმა რუსმა მსახიობმა, მიხაილ ეფრემოვმა, რომელიც ბრალდებულია ადამიანის სიკვდილის გამო ავტოსაგზაო შემთხვევაში, 5 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ „არაფერი არ ახსოვს“. მოსკოვის პრესნის სასამართლოში 5 აგვისტოს დაიწყოს ეფრემოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის არსებითი განხილვა. არტისტი ბრალდებულია საგზაო წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია. 8 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ეფრემოვმა, მოსკოვში, გზის გამყოფი ხაზი გადაკვეთა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. ავარიისას მსახიობი არ დაშავებულა, მაგრამ მეორე ავტომანქანაში მჯდომი 57 წლის სერგეი ზახაროვი ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში. პროკურატურის ცნობით, მიხაილ ეფრემოვი ტრაგიკული საგზაო ინცინდენტის დროს არა მხოლოდ ალკოჰოლის, არამედ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეფერმოვს 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი ამჟამად შინა პატიმრობაში იმყოფება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30767531.html #ახალი_ამბები #twitter