სურსათის სააგენტოს თანამშრომელი კაფე-ბარის მფლობელს დაჰპირდა, რომ ობიექტს არ შეამოწმებდნენ - ის დააკავეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს და დაპირდა, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას.შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში კი იგი წინასწარ მოახდენდა მის ინფორმირებას. 'აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,' - ნათქვამია ინფორმაციაში.