პარლამენტის ვებ-გვერდზე განახლებულ სიაში ოპოზიციის წევრებიც ფიქსირდებიან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მე-10 მოწვევის პარლამენტართა სია განახლდა, სადაც ოპოზიციის დეპუტატები, მოქმედ დეპუტატებად არიან წარმოდგენილი. სიაში ვხვდებით, ოპოზიციური გაერთიანება 'ძალა-ერთობაშია', 'ევროპული საქართველოს', 'გირჩის', 'სტრატეგია აღმაშენებლის', 'პატრიოტთა ალიანსის', 'ლელოს', 'ლეიბორისტული' და მოქალაქეები-ალეკოელისაშვილის' პარტიის წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოპოზიციურმაპარტიამ მანდატებზე უარი განაცხადა, ისინი განახლებულ სიაში მაინც ფიქსირდებიან. ოფიციალურად მანდატების გაუქმებაზე განაცხადი, მხოლოდ'გირჩის' დამოქალაქეები-ალეკოელისაშვილის' პარტიის წევრებს არ გაუკეთებიათ.