ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაადასტურეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევაა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 85 შემთხვევა. პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30703942.html #ახალი_ამბები #twitter