ხვალიდან ქორწილები, ქელეხები და იუბილეები როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში იკრძალება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხვალიდან ქორწილების, ქელეხების, იუბილეების გადახდა როგორც დახურულ ისე ღია სივრცეებში აიკრძალება. გადაწყვეტილება საკოორდინაციოსაბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 'სოციალური ღონისძიებები ქორწილები , ქელეხები, იუბილეები და სხვა ღონისძიებები ეპდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ხვალიდან ეს ღონისძიებები აიკრძალება. ვუბრუნდებით ფაქტიურად იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა, ქორწილები, ქელეხები, იუბილებიი კიდევ ერთხელ ვიმეორებ აიკრძალება. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეშ ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ის გავრცელდება ღია სივრცეებზეც'-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.