გზავნილი ვაშინგტონიდან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

,,იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ-“ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფოდეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ,,ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.