ბათუმში ავტობუსი, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. არიან დაშავებულები. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, 5-ვე დაშავებულს ზედაპირული და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30745474.html #ახალი_ამბები #twitter