მე ოთხი თაობის მთაწმინდელი ვარ, მერე? - უგულავა კობახიძესა და ოდიშარიაზე
Pirveliradio Ge
რა სიბნელეა, ადამიანს რომ სხვა ღირსება არ აქვს და სამი თაობის და ბებია ბაბუების ღირსებით ლაპარაკობს ეს არის სწორი? - ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა, "ტვ პირველთან" საუბრისას, ირაკლი კობახიძის მიერ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენისას გაკეთებულ განცხადებს, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ოდიშარია სამი თაობით მთაწმინდელია.
“რაც შეეხება სამი თაობის აბსურდულ დახასიათებას, კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. მერე რა ხოხობი არის მრავალი თაობის. სამი თაობის მთაწმინდელობა რას ნიშნავს ამ შემთხვევაში. მე გეუბნებით, როგორც ოთხი თაობის მთაწმინდელი, მე ოთხი თაობის ვარ. რამეს ცვლის ეს ჩემთან მიმართებაში? მე უფრო ვარ ოთხი თაობის მთაწმინდელი ვიდრე ბექა არის სამი თაობის. მერე რა? შევეჯიბროთ მაგაში? რა სიბნელეა, ადამიანს რომ სხვა ღირსება არ აქვს და სამი თაობის და ბებია ბაბუების ღირსებით ლაპარაკობს ეს არის სწორი?” - განაცხადა უგულავამ.