აშშ-ში ხანძრის გამო 7 800 ადამიანია ევაკუირებული

Tbilisi Daily

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ხანძრის გამო 7 800 ადამიანის ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ CNN-ი წერს. ხანძარი 4.9 ჰექტარზეა გავრცელებული. ყველა ევაკუირებულს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლის დამორჩილება მოუწევს. მათ შორისაა თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.